LIowithIla I Wayward.Atom

12 მაისი 2024, 14:30 249 ნახვა

LIowithIla I Wayward.Atom

Wayward.Atom  ნიკა გოგიაშვილმა მუსიკოსის კარიერა გიტარისტობით დაიწყო. მშობლიურ ბათუმში მას იმთავითვე გვერდით ყავდა თანამოაზრე, ასევე ახალგაზრდა მუსიკოსი ნოე ჭელიძე, რომელთან ერთადაც იკვლევდა გზას მუსიკის სამყაროში. მას შემდეგ რაც ბიჭებს გარკვეული მუსიკალური თემები დაუგროვდათ, მათი მშობლების მეგობარ მუსიკოსებთან უჩა გუგუნავასა და ლანა ლობილაძესთან ერთად ჯგუფი „Saffron Soul“ ჩამოაყაიბეს. ამ პრეოქტის ფარგლებში მუშაობისას. მის მიღმა ნიკას გონებაში ახალი მუსიკალური თემები იბადებოდა, რომელთა სრულყოფისთვის და მათზე სამუშაოდ 2023 წლის მიწურულს ნიკამ დრო გამოძებნა.  ასე შეიქმა მისი  სოლო პროექტი Wayard.Atom და სადებიუტო ალბომი True Bypass.

 

LIOwithILA

 

ილა წულაძემ და ლიო ჩხეიძემ ერთმანეთი საერთო მეგობრების წყალობით გაიცნეს. იმ ხანად ილას ჯგუფი Pitter J ჰქონდა ჩამოყალიბებული, თუმცა ლიო ჩხეიძის საინტერესო ვოკალით მოხიბლულს თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდა. და ეს სურვილი ასე სურვილად რჩებოდა შარშან ზაფხულამდე, სანამ პირველი ერთობლივი სიმღერა „დღეს“ არ ჩაწერეს და გამოაქვეყნეს.
დუეტს
LIOwithILA დაერქვა.