LOUI – Retalin I ჩემი ალტერნატივა

02 ივნისი 2024, 14:47 805 ნახვა

LOUI – Retalin I ჩემი ალტერნატივა



Loui - ასეთ სახელს ატარებს პროექტი ქუთაისიდან, რომლის უკან 28 წლის შალვა, უფრო ზუსტად კი ლუი ბარათაშვილი დგას.
მუსიკის ავტორ-შემსრულებლამდე ლუი ასე პირდაპირ არ მოსულა - მუსიკალურ სამყაროს ის იმპრესარიოდ წარუდგა და შეუერთდა, როდესაც 15 წლის ასაკში ქუთაისური ახალგაზრდა ჯგუფების კონცერტების ორგანიზებას შეუდგა.
პირველი სიმღერა, რომელიც ლუის მიერ 2008 წელს შექმნილ ტექსტზე დაიწერა, „მოლოტოვი“ შარშან აჟღერდა ასევე ქუთაისელი მუსიკოსისა და პროდიუსერის ჯგუფ „იზმირის“ წევრის გოგო ჟორჟოლიანის მონაწილეობით. მოგვიანებით პროექს კიდევ ერთი პროდიუსერი ნიკა იდაძე შეუერთდა.
Loui-ს მუსიკა გაჯღენთილია გასული საუკუნის 80-იანების ჟღერადობით - პოსტ პანკი, სინთი-პოპი... საგრძნობია 90-იანების ქართული ანდერგრაუნდ მუსიკის კვალიც.


 

Retalin
 

„რეტალინი“ ერთი მუსიკოსის პროექტია - სანდრო ვლასოვი ქართულენოვან, ძირითადად რეჩიტატიულ პოსტ პანკ მიმართულების სიმღერებს ქმნის.
სანდრო ყველაზე ახალგაზრდა ალტერნატიული მუსიკოსია - იგი 16 წლის გახლავთ. საკუთარ სახლის სტუდიაში დამოუკიდებლად ქმნის მუსიკას.
გამოქვეყნებული აქვს ერთი ალბომი „გარდაცვალების მოწმობა“