# საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიო იუბილარია
# კონტაქტი
საქართველოში ერთ-ერთი უხუცესი რეგიონული მაუწყებელი 95 წლისაა. პირველი ინფორმაცია ჩვენს ეთერში 1930 წლის 23 მაისს გავიდა - თბილისში პირველი რადიოგადამცემის დადგმიდან ხუთი წლის შემდეგ.
თანამედროვე მულტი-მედიური სისტემების განვითარების მიუხედავად რადიო აჭარა ინარჩუნებს თავის ნიშას და 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს ტალღაზე FM 104, 5 . რადიოგადაცემები ყველა ასაკის მსმენელის ინტერესზეა მორგებული .რადიოს ოქროს ფონდში ქართული თეატრის კორიფეების, მწერლების, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა იშვიათი ჩანაწერებია დაცული.
დღევანდელი, 23 მაისის გადაცემა ამ თემას დაეთმო. „კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ რადიო აჭარის ჟურნალისტები ირმა ჩხაიძე , ანა გოგიტიძე და აუდიოფონდის ფონოტეკარი ხათუნა ბერიძე.