დილის რადიო
16 ივნისი ორშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება გადაცემის ანონსი
ამინდის უტყუარი პროგნოზი კობა ფარტენაძისგან
#დღეს ეტრე-პავლობის მარხვა იწყება, რომელიც 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.#16 ივნისს აფრიკული ერთობის ორგანიზაციის ინიციატივით მსოფლიოში აღინიშნება „აფრიკელი ბავშვის საერთაშორისო დღე“ #16 ივნისით დათარიღებული სხვა ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით
#სპორტული სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება #ბათუმმა პულში აჭარის თასის გათამაშებას უმასპინძლა . EEBC-ის მიერ ტურნირისთვის Best of the East-ის კატეგორიის მინიჭებით სარეიტინგო გახდა და დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორ ჩაიარა აჭარის თასმა და როგორ მიდის მზადება თავისუფალ პირამიდაში ევროპის ჩემპიონატისთვის ,რომელიც ჩვენს ქალაქში ივლისის თვეში გაიმართება ?
#დილის რადიოს სტუმარი: თემურ კახიძე - აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი
„გასეირნება“-- ასე ეწოდება გენიალური ფრანგი ფერმწერის,გრაფიკოსისა და სკულპტორის ოგიუსტ რენუარის ნამუშევარს, რომელსაც დღეს რუბრიკა „მუზეუმი“ დაეთმობა . 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 ათასი ტილო შექმნა
#პროექტი “FOODWISE” და აქტივობები , რომელიც მის ფარგლებში ხორციელდება
#დილის რადიოს სტუმარი: ზვიად ელიაზიანი-საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის" თავმჯდომარე #პროექტს “FOODWISE” აღნიშნული ორგანიზცია ახორციელებს ევროკავშირის თანადაფინანსებით 1
# "ბაროკოს ეპოქის მუსიკა" ლექცია -კონცერტი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში
#დილის რადიოს სტუმარი : ხათუნა მანაგაძე -მუსიკოლოგი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
#"მემამულე" - ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი აგრო ასისტენტი-ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“ . #რუბრიკის სტუმარი : ალექსანდრე ქიტუაშვილი - სტარტაპ "მემამულეს" თანადამფუძნებელი;
ამინდის პროგნოზი