დილის რადიო
17 ნოემბერი, ორშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ
#დღეს 134 წელი შესრულდა გალაკტიონის დაბადებიდან . 1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში დაიბადა საქართველოს სახალხო პოეტი , საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პოეტთა მეფედ აღიარებული გალაკტიონ ტაბიძე
#დილის რადიოს ეთერში მოვისმენთ 1953 წლის 22 დეკემბერს გალაკტიონის ბათუმელ საზოგადოებასთან შეხვედრაზე გაკეთებული ჩანაწერის ფრაგმენტს
#17 ნოემბრით დათარიღებულ სხვა მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზეც ვისაუბრებთ
#დღეს სტუდენტთა საერთაშორისო დღეა. ანო ცისკარიძის სიუჟეტში მოვისმენთ იმ სტუდენტების ისტორიებს,რომლებმაც დიდი გზა გაიარეს საკუთარ პროფესიამდე და მოვუსმენთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს .
#Cookie ფაილები - რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენზე ინფორმაციის შეგროვებას ვეთანხმებით და გამოჩნდება თუ არა მისი ალტერნატივა? -ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“ # რუბრიკის სტუმარი: ალექსანდრე ჩომახიძე, ციფრული მარკეტერი;
#როგორ დავძლიოთ დამოკიდებულება და როგორ ვიპოვოთ გზა საუკეთესო პრევენციისკენ
#დილის რადიოს სტუმრები: ბონდო მამულაძე-ჯანსაღი ჩვევების მენტორი და ანა სარიშვილი, ბიიზის (BEEASY) -განათლებისა და კულტურის საგანმანათლებლო სტარტაპცენტრის თანადამფუძნებელი #18 ნოემბერს, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართება შეხვედრა ბონდო მამულაძესთან. ღონისძიება ორგანიზებულია ბათუმის სამედიცინო აკადემიისა და ბიიზის (BEEASY) მიერ. დასწრება თავისუფალია. 1
#ბათუმში, 17-დან 20 ნოემბრის ჩათვლით, გაიმართება გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ქართველები და ზღვა“
#დილის რადიოს სტუმარი: პროექტის დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი - კინოდოკუმენტალისტი, ლიტერატორი ნინო ხოფერია 1
#ჯაბა ბაქრაძემ კალათბურთში სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ 8 მოსწავლით დაიწყო. გზაზე ბევრი დაბრკოლება შეხვდა, თუმცა არ დანებდა. სწავლა, თვითგანვითარება და ცოდნის გაღრმავება მისი მთავარი იარაღი გახდა. დღეს კი ჯაბა რეგიონში ერთადერთი FIBA-ს ლიცენზირებული მწვრთნელია.# ჯაბა ბაქრაძე სეო წილოსანის რუბრიკაში ''ჩემპიონების გზა''
ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან