ანუშკა ჩხეიძე და რობერტ ლიპოკი - ალბომი Uncontrollabe Thoughts

05 დეკემბერი 2025, 12:41 57 ნახვა

ანუშკა ჩხეიძე და რობერტ ლიპოკი - ალბომი Uncontrollabe Thoughts

ახალგაზრდა ელექტრონულ მუსიკოსსა და პროდიუსერს ანუშკა ჩხეიძეს უკვე კარგად იცნობს ქართველი მსმენელი. მას გამოცემული აქვს ოთხი სოლო ალბომი, რამდენიმე EP და ათამდე სინგლი. 2020 წლის სადებიუტო ალბომმა Halfie მას წინანდლის პრემია მოუტანა მუსიკალური ხელოვნების კატეგორიაში და ევროპის დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაცია IMPALAს წლის 25 საუკეთესო შემსრულებელთა ნუსხაში მოახვედრა.

ამ დროისთვსი ანუშკა ნიდერლანდებში იმყოფება და ქალაქ უტრეხტის უნივერსიტეტში, მუსიკის ტექნოლოგიის მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ მუსიკოსის ცხოვრებით ცხოვრობს.
ახლახანს ანუშკა ჩხეიძემ ბერლინელ მუსიკოს და პროდიუსერ რობერტ ლიპოკთან (90იანების ჯგუფ To Rococo Rot-ის შემქმნელი წევრი) კოლაბორაციული ალბომი Uncontrollabe Thoughts ჩაიწერა და გამოსცა.