დილის რადიო
დღეს 12 დეკემბერია, პარასკევი
გადაცემის სრული ჩანაწერი
ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ
12 დეკემბრით დათარიღებული საინტერესო ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მოგიყვებით
#დღეს ნორვეგიელი ფერმწერისა და გრაფიკოსის ედვარდ მუნკის დაბადების დღეა . რუბრიკა „მუზეუმი“ დაეთმობა ხელოვანის ყველაზე ცნობილ ნამუშევარს სახელწოდებით „კივილი“
#სპორტის სიახლეებით შემოგვიერთდება სეო წილოსანი # ვარშავამ კონტაქტურ კარატეში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. სპორტულ ღონისძიებაში 7 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ახალგაზრდებს შორის საქართველო სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. 16 წლამდელთა კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, სადაც ოქრო - გიორგი წილოსანს, ხოლო ვერცხლი ოთარ შაინიძეს ერგო.
#დილის რადიოს სტუმრები: ლევან ცინცაძე - აჭარის კონტაქტური და სპორტული კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი წილოსანი და ოთარ შაინიძე - კარატისტები 8 სიმღერა
#რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე კოლეჯში „ბლექსი“
#დილის რადიოს სტუმრები: მანანა კობალაძე -კოლეჯ ,,ბლექსის’’ ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი ემილია ჩიკვაიძე-კოლეჯ ,,ბლექსის’’ პროფესიული პროგრამის ,,კერძების მომზადების ტექნოლოგია" მსმენელი
#რუბრიკაში „რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ დღეს ნესტორ მალაზონიას გავიხსენებთ , პოეტს, ვისი შემოქმედების მუზაც აჭარა იყო. (ბაზაშია პერედაჩებში რუბრიკები ნიუ -ნესტორ მალაზონია, ყვება როგორ უყვარს აჭარა და მერე კითხულობს ლექსს აჭარის მთებს . ხანგრძლივობა 2 წუთი)
# „ლურჯი -უსასრულო ფერი"
#მხატვარ მაია ჭყონიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება დღეს აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში
#დილის რადიოს სტუმრები: მხატვარი მაია ჭყონია და ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე
#დღეს ლენა ჭაღალიძის რუბრიკა “ მოკლე ისტორიები” მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალებს ჟუჟუნა და თამარ ჭელიძეებს ეთმობა. ისინი ბავშობიდან ქარგავენ და ქმნიან აჭარულ ტრადიციულ ულამაზეს ნაქარგობას.
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად