დილის რადიო
15 დეკემბერი ორშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ
#15 დეკემბრით დათარიღებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ .#დღეს პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის დაბადების დღეა . რადიო აჭარის ოქროს ფონდში დაცულ ერთ ჩანაწერს შემოგთავაზებთ ახლა, ჩანაწერი ბათუმშია გაკეთებული, პოეტის ერთ-ერთი სტუმრობის დროს
15 დეკემბრით დათარიღებული სხვა მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით
#ხვიჩა ქორიძე საბრძოლო ხელოვნებით ჯერ კიდევ ბავშვობაში, 5 წლის ასაკში დაინტერესდა. ასზე მეტი ბრძოლით გამყარებული მისი გამოცდილება დღეს უკვე ბათუმის საბრძოლო აკადემიაში ახალ თაობას გადაეცემა, თაობას, რომელიც ხვიჩას ხემძღვანელობით დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებში საჩემპიონო ქამრებს ეუფლება. #ხვიჩა ქორიძე - სეო წილოსანის რუბრიკაში ''ჩემპიონების გზა''
# 15 დეკემბერი დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი და ჯანსაღი სასმელის-ჩაის დღეა. მიუხედავად იმისა, რომ თარიღი ოფიციალურად არ არის აღიარებული, მას ბევრ ქვეყანაში დღესასწაულობენ . ჩაის საერთაშორისო დღე ფართო მასშტაბით გაეროს გადაწყვეტილებით 21 მაისს აღინიშნება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩაი მთელ მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია, მასზე საუბარი ყოველგვარი თარიღების გარეშეც სავსებით მიზანშეწონილია. #ანო ცისკარიძის სიუჟეტი ჩაის ისტორიაზე, მის ქიმიურ შემადგენლობასა და რიტუალებზე მოგითხრობთ
#სიმღერის პრემიერა „დილის რადიოში“
ეს არის სიმღერა ბათუმზე, სახელწოდებით „ ჩემს ქალაქში“ სიმღერის ტექსტის და მუსიკის ავტორი სოფიო ზაქარაძე . ასრულებს ბენდ „მაჭახელას წევრი შორენა მიქელაძე
#დილის რადიოს სტუმრები: სოფიო ზაქარაძე და შორენა მიქელაძე
#კიბერსპორტი: როგორ გადააქცია თანამედროვე ტექნოლოგიებმა თამაში მაღალშემოსავლიან სპორტად-ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘’ #რუბრიკის სტუმარი: გიორგი ნემსაძე, აჭარის კიბერსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი;
(ჩართვა დილის ტალღაში) #კოლეჯი ,,ბლექსი’’ WorldSkills Georgia 2025“ ეროვნულ კონკურსში მესამე საპრიზო ადგილის მფლობელია.კონკურსი ეროვნულ დონეზე 6-11 დეკემბერს ექვსი მიმართულებით ჩატარდა. კონკურსის მიმართულებები სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცესა და რეალურ სამუშაო გარემოში გაიმართა
#დილის რადიოს სტუმრები: გიორგი არაკელიანი-კონდიტერია ანუკი მახარაძე-მოდის ტექნოლოგია და დიზაინი
#18 დეკემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური დრამის " ფიროსმანი " - პრემიერა გაიმართება
#დილის რადიოს სტუმრები: კახა კობალაძე -მსახიობი, ფიროსმანის როლის შემსრულებელი, თათია თათარაშვილი- მსახიობი, სიკვდილის როლის შემსრულებელი
ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან