დილის რადიო

15 დეკემბერი 2025, 11:12 219 ნახვა

დილის რადიო

15 დეკემბერი ორშაბათი

გადაცემის სრული ჩანაწერი

ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ

#15 დეკემბრით დათარიღებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ .#დღეს პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის დაბადების დღეა .  რადიო აჭარის ოქროს ფონდში დაცულ ერთ ჩანაწერს შემოგთავაზებთ ახლა, ჩანაწერი ბათუმშია გაკეთებული, პოეტის ერთ-ერთი სტუმრობის დროს

15 დეკემბრით დათარიღებული სხვა მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით 

#ხვიჩა ქორიძე საბრძოლო ხელოვნებით ჯერ კიდევ ბავშვობაში, 5 წლის ასაკში დაინტერესდა. ასზე მეტი ბრძოლით გამყარებული მისი გამოცდილება დღეს უკვე ბათუმის საბრძოლო აკადემიაში ახალ თაობას გადაეცემა, თაობას, რომელიც ხვიჩას ხემძღვანელობით დიდ საერთაშორისო ორგანიზაციებში საჩემპიონო ქამრებს ეუფლება. #ხვიჩა ქორიძე - სეო წილოსანის რუბრიკაში ''ჩემპიონების გზა'' 

# 15 დეკემბერი დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი და ჯანსაღი სასმელის-ჩაის დღეა. მიუხედავად იმისა, რომ თარიღი ოფიციალურად არ არის აღიარებული, მას ბევრ ქვეყანაში დღესასწაულობენ . ჩაის საერთაშორისო დღე ფართო მასშტაბით გაეროს გადაწყვეტილებით 21 მაისს აღინიშნება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩაი მთელ მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია, მასზე საუბარი ყოველგვარი თარიღების გარეშეც სავსებით მიზანშეწონილია. #ანო ცისკარიძის სიუჟეტი ჩაის ისტორიაზე, მის ქიმიურ შემადგენლობასა და რიტუალებზე მოგითხრობთ

#სიმღერის პრემიერა „დილის რადიოში“

ეს არის სიმღერა ბათუმზე, სახელწოდებით „ ჩემს ქალაქში“ სიმღერის ტექსტის და მუსიკის ავტორი სოფიო ზაქარაძე . ასრულებს ბენდ „მაჭახელას წევრი შორენა მიქელაძე

#დილის რადიოს სტუმრები: სოფიო ზაქარაძე და შორენა მიქელაძე

#კიბერსპორტი: როგორ გადააქცია თანამედროვე ტექნოლოგიებმა თამაში მაღალშემოსავლიან სპორტად-ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘’ #რუბრიკის სტუმარი: გიორგი ნემსაძე, აჭარის კიბერსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი;

(ჩართვა დილის ტალღაში)     #კოლეჯი ,,ბლექსი’’ WorldSkills Georgia 2025“ ეროვნულ კონკურსში მესამე საპრიზო ადგილის მფლობელია.კონკურსი ეროვნულ დონეზე 6-11 დეკემბერს ექვსი მიმართულებით ჩატარდა. კონკურსის მიმართულებები სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცესა და რეალურ სამუშაო გარემოში გაიმართა

#დილის რადიოს სტუმრები: გიორგი არაკელიანი-კონდიტერია ანუკი მახარაძე-მოდის ტექნოლოგია და დიზაინი

#18 დეკემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური დრამის " ფიროსმანი " - პრემიერა გაიმართება

#დილის რადიოს სტუმრები: კახა კობალაძე -მსახიობი, ფიროსმანის როლის შემსრულებელი, თათია თათარაშვილი- მსახიობი, სიკვდილის როლის შემსრულებელი 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან