24 მარტი 2017, 20:00 1762 ნახვა

მუსიკალურ-შემეცნებითი გადაცემა „შაბათიდან შაბათამდე“. დღევანდელ გადაცემაშია: გია ჭირაქაძე - პირველი ქართველი შოუმენი. „მუსიკალურ კალენდარში“ მოგითხრობთ ჯგუფის The Beatles მე-12 ალბომის, Abbey Road შექმნის ისტორიას და გაგაცნობთ ცნობილი ბრიტანელი კომპოზიტორის ენდრიუ ლოიდ ვებერის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - ბრიტანელმა მომღერლმა ვერა ლინმა თავისი დაბადების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით ახალი ალბომი გამოუშვა, ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუში-უმცროსმა სურათების ალბომი გამოუშვა, მაისის პირველ რიცხვებში როკ-ჯგუფის Electric Light Orchestra ახალი ალბომი გამოვა და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.