ქობულეთში თევსაჭერი სეინერი ჩაიძირა

07 დეკემბერი 2019, 15:41 3231 ნახვა

ქობულეთში, გვიან ღამით, თევზსაჭერი სეინერი ჩაიძირა. გემზე 8 მეზღვაური იმყოფებოდა, რომლებიც ინციდენტისას უვნებლად გადარჩნენ. გემი  ქაფშიით იყო დატვირთული.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ გემს კორპუსი ქონდა დაზიანებული.

"2019 წლის 6 დეკემბერს 01:50 საათზე შეკვეთილის საზღვაო რაიონში მყოფმა თევზმჭერმა გემმა “განთიად“-მა ითხოვა დახმარება. გემს კორპუსის დაზიანების გამო შესდიოდა ზღვის წყალი, რის გამოც მოგვიანებით ჩაიძირა. ეკიპაჟის წევრების სრული შემადგენლობა, სულ 8 ადამიანი უვნებლად აიყვანა ბორტზე მასთან ახლოს მყოფმა თევზსაჭერმა გემმა „ვიქტორია“-მ და უსაფრთხოდ გადაიყვანა ფოთის საზღვაო ნავსადგურში. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე აკვირდებოდნენ სიტუაციას. დაწყებულია ინციდენტის მოკვლევა"- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი