საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. სვეტიცხოველში იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ამ დღეს ტრადიციულად მცხეთაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
მიმდინარეობს სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებები, რეწვის ნიმუშების გამოფენა და მოეწყობა საბავშვო გასართობი კუთხეც.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება.
14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე