დაზიანებული და სახელდახელოდ შეკეთებული გზები მახინჯაურში

13 დეკემბერი 2019, 20:53 1798 ნახვა

ალაგ-ალაგ დაგებული გზა მახინჯაურში და შთაბეჭდილება, რომ მერიას მასალა არ ეყო - ამის შესახებ მახინჯაურში თამარ მეფის მეოთხე შესახვევში მცხოვრები მოქალაქეები გვიყვებიან. მერიაში კი ირწმუნებიან, რომ სამუშაოები ჯერ შპს „გზებისგან“ არ ჩაუბარებიათ. არადა აღმოჩნდა, რომ ამ მონაკვეთში სულ სხვა კომპანია მუშაობდა. ამასთან მან გზის ბეტონის საფარით მოწესრიგება არა მერიის დაკვეთით არამედ, საკუთარი სურვილით სცადა. მერიაში არსებული გაუგებრობა ერთია, მეორე კი მთავარი პრობლემა - ტურისტულ ზონაში არსებული ეს ერთადერთი ტერიტორია არაა სადაც გზა უხარისხოდაა მოწესრიგებული, ან ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში