საქართველო რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას შეუერთდა

17 თებერვალი 2024, 13:42 322 ნახვა

საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას (IRMIS) შეუერთდა. ამის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მფლობელობაში არსებული გარემოს რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურებიდან გამოსხივების მაჩვენებლები, ავტომატურად მიეწოდება IRMIS სისტემას და მიმდინარე რეჟიმში აისახება საერთაშორისო რუკაზე.

საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით შექმნილი IRMIS სისტემა მნიშვნელოვანი მექანიზმია ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების ადრეული შეტყობინებისა და რეაგირების მართვის პროცესში. სისტემაში ჩართული სახელმწიფოების მონაცემები ბუნებრივი რადიაციული ფონის მიმდინარე რეჟიმში მონიტორინგისა და შესაბამისად, ეფექტიანი გადაწყვეტილებების დროული მიღების შესაძლებლობას იძლევა.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურებზე განხორციელებული ტექნიკური ღონისძიებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შედეგად, საქართველომ IRMIS სისტემის რიგით 50-ე კონტრიბუტორი სახელმწიფოს სტატუსი შეიძინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში