დახარჯული მილიონები და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა

04 ივლისი 2020, 20:48 3163 ნახვა

ხელვაჩაური, სადაც წლებია ათეულობით მილიონი საბიუჯეტო თანხები იხარჯება, მოსახლეობას კი წყალი ისევ არ აქვს. ადგილობრივები, მარტივი ლოგიკით ასკვნიან, რომ ამის მიზეზი, საინჟინრო დარღვევებია, რასაც არც ხელისუფლებაში უარყოფენ. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები მშენებელი კომპანიისგან, მაინც ჩაიბარეს.

ამ ურთიერთობებში კორუფციის რისკებს ხედავენ ოპოზიციაში. ბრალდებებზე  მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ისინი კომპანიებთან გარიგებებში არ შედიან და   არაკვალიფიციური კომპანიების შერჩევას, ელექტრონულ ტენდერს აბრალებენ.  

მშენებელთან დაკავშირება, ჩვენ არაერთგზისა და არაერთი მეთოდის გამოყენების მიუხედავად ვერ შევძელით. ფაქტი კი ფაქტად დარჩა - უკვე წლებია ათასობით ოჯახი, ზაფხულის ხვატში, სასმელ წყლის ბიდონებს  კილომეტრებიდან ეზიდება.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში