შალვა პაპუაშვილისა და აბდულა შაჰიდის შეხვედრა

25 ივლისი 2022, 11:27 661 ნახვა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი ეწვია. ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში. საგარეო უწყების განცხადებით, ის უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე აუდიენციაა დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მხარეთა მიერ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში და ადგილზე გაეცნობა ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას. აბდულა შაჰიდი ასევე მოინახულებს საქართველოში გაერო-ს ოფისს და შეხვედრებს გამართავს  გაერო-ს პროგრამაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში