ბულვარის გენგეგმის განხილვა დაიწყო 

29 ივლისი 2022, 14:58 801 ნახვა

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა შემუშავებულია. საჯარო განხილვა ბათუმის მერიაში უკვე დასრულდა. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კომპანია ბაუ დიზაინის მიერ მომზადებული დოკუმენტი დადებითად შეაფასეს, თუმცა ჰქონდათ შენიშვნებიც.

მაგალითად ამბასადორთან და რივიერასთან დაკავშირებით. რეზო ხარაზს მიაჩნია, რომ ბულვარის კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს გონიოს სანაპირო ზოლის განაშენიანებაც.

ბულვარის ადმინისტრაცია, რომელიც გეგმის დამკვეთია, ამბობს, რომ დოკუმენტში ყველა დაინტერესებული მხარის არგუმენტია გათვალისწინებული. რაც შეეხება დამატებით შენიშვნებს, რომლებიც დღეს გამოითქვა,  საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებამდე განიხილავენ.

დოკუმენტი, რომელშიც ბათუმის ბულვარმა 400 000 ლარამდე გადაიხადა, ოთხ ეტაპიანია. მოიცავს კვლევის ნაწილს, სანაპირო ზოლის განვითარებას და ძველი და ახალი ბულვარის განაშენიანებას. დოკუმენტში დეტალურადაა წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილი. 

შეხვედრას ბათუმის საკრებულოში დღეს მესამე სექტორი და უმრავლესობის წევრები საკრებულოდან არ დასწრებიან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში