“მონდომებულები არიან და ამ თავდადებამ შედეგი გამოიღო" - ქალთა ფეხბურთის კლუბ "ბათუმის” მწვრთნელი

31 ივლისი 2022, 15:19 1006 ნახვა

ქალთა ფეხბურთის კლუბი "ბათუმი" ლიგა ორის გათამაშებას პირველი წრის შემდეგ 26 ქულით ლიდერობს.

გადაცემა ‘’დილის რადიოში’’ სტუმრობისას კლუბის მწვრთნელმა და დირექტორმა  ნიკო ბარამიძემ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

‘’სეზონის დასაწყისში ჩვენ უარი ვთქვით ჩემპიონატში მონაწილეობაზე, თუმცა თხოვნის შემდეგ დავთანხმდით. გუნდი ჩვეულებრივ აგრძელებდა სავარჯიშო პროცესს და არ შეგვიწყვეტია ვარჯიში. გოგონები მონდომებულები არიან და ამ თავდადებამ შედეგი გამოიღო. 8 მატჩი მოვიგეთ და მხოლოდ 2 ფრედ დავასრულეთ ’’ -  აცხადებს ნიკო ბარამიძე.

გუნდის მწვრთნელმა შემადგენლობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ კლუბი ადგილობრივი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.
"გუნდი ადგილობრივი ბავშვებით არის დაკომპლექტებული, გასული წლის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება შევძელით, თუმცა არიან ახალი მოთამაშეებიც. არის ბევრი ხელშემშლელი პირობა, თუმცა ძალიან შეკრული გუნდია. რაც შეეხება პერსპექტივას,  არის მსურველები რომ ფეხბურთი ითამაშონ’’ - აღნიშნა მწვრთლმა.

ბარამიძემ კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზეც ისუაბრა და თქვა რომ ამ კუთხით ცუდი ვითარებაა. ასევე გუნდს აქვს სავარჯიშო მოედნის პრობლემაც, ის გამოც ხშირია ტრამვები.

"ჩვენ ფეხბურთის განვითარების ფონდზე ვართ დამოკიდებული. ეს არის რაც არის და ამით ვკმაყოფილდებით. ესეც რომ არიყოს ალბათ საერთოდ არ იქნება კლუბი. სხვა ფინანსური დახმარება კლუბს არ აქვს", - განაცხადა ბარამიძემ.

"ბათუმმა" ლიგა ორის მიმდინარე სეზონში 10 მატჩიდან 8 შეხვედრა მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. 26 ქულით გუნდი გათამაშების პირველ ადგილზე იმყოფება.

კლუბმა 54 გოლი გაიტანა და მხოლოდ 7 გაუშვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში