აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმში ჩატარდა ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა შორის.
ასპარეზობა წრიული სისტემით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ცხრა მოჭადრაკემ მიიღო. გამარჯვებულებს თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ასევე გაიმართა ბათუმის თასის ტრადიციული გათამაშება ვეტერან ქალთა და მამაკაცთა შორის, რომელშიც 20-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა. გამარჯვებულები და პრიზიორები შესაბამისი ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.
