მკვლელობა გურჯაანში

14 აგვისტო 2022, 19:36 350 ნახვა

სოფელ არაშენდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული 53 წლის კაცი ბრალის წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება.

მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ ლევან იაგანაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა რამდენიმე პირმა მიიღო. მოკლულის ახლობლები მომხდარის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობას განიხილავენ.

იხსენებენ, რომ თანასოფლელებს შორის ბოლო პერიოდში კონფლიქტი, ამ მიზეზით ხშირად ხდებოდა. გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი, ორი თვის წინ დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში