გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი

04 ნოემბერი 2025, 14:43 130 ნახვა

გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“  ხელმძღვანელი იყო, უკვე მიმართა მოსამართლეს და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რა დააშავა.

როგორც ამბობს ეს იყო კერძო პროექტი და არ ესმის რა ზიანი მიაყენა სახელმწიფოს.  გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია ასევე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე