"ბათუმმა" "ზარზმა" 9-0 დაამარცხა

19 აგვისტო 2022, 20:30 1055 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგა ორის სეზონი განახლდა.

მე-12 ტურის შეხვედრაში "ბათუმმა" შინ "ზარზმა" მიიღო და დიდი ანგარიშით 9-0 დაამარცხა.

სამ-სამი გოლი არჩუაძემ და ჭურკვეიძემ გაიტანეს. ორი გოლი დიასამიძის, ხოლო ერთი სელიმბას ანგარიშზეა.

თავისი მატჩი მოიგო ბათუმელების მთავარმა კონკურენტმა "რაჭამ", რომელმაც გასვლაზე "დიდგორს" 0-3 მოუგო.

ამ დროისთვის 29 ქულით "ბათუმი" გათამაშების ლიდერია. "რაჭას" კი 28 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო ტურში 26 აგვისტოს "ბათუმი" გასვლაზე ახმეტაში "ბახტრიონს" ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში