ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ნაწილობრივ იხსნება. ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიეცემა.
აღნიშნული რეჟიმი კი ძალაში 31 დეკემბრამდე იქნება. ე.წ გამშვები პუნქტი 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაიკეტა, რის შემდეგაც მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა. ამის შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა.
ახალგორის გამგებელი აცხადებს, რომ ბოლო სამი წელია, ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში. მათ გადაადგილების, სამედიცინო მომსახურების და სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხების ფუნდამენტური უფლებები არ აქვთ.