"ხვიჩას თავის წარმოჩენა უფრო მაღალ დონეზეც კი შეუძლია" - ლუჩანო სპალეტი

22 აგვისტო 2022, 00:08 1757 ნახვა

იტალიაში მორიგი წარმატებული მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა.

"ხვიჩა ნიჭიერია. მას  საკუთარი თავის წარმოჩენა უფრო მაღალ დონეზეც კი შეუძლია. ძალიან კარგად გრძნობს თამაშს და ძალიან ემოციურია. ის ჯერ კიდევ წნეხის ქვეშაა. როგორც კი ამ წნეხს მოიშორებს და ჩვენი ფეხბურთის მექანიზმებში ინტეგრგრირდება, გარწმუნებთ, რომ კიდევ უფრო კარგად ითამაშებს. ხვიჩა ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც დროთა განმავლობაში თავს უფრო წარმოაჩენს. ვის ჰგავს? პარალელების გავლება თქვენ ჩემზე კარგად გეხერხებათ. ის ნეაპოლელი გულშემატკივრების წინაშე გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას და კარგია, რომ გოლები გაიტანა. ასე უფრო მალე მოიპოვებს საჭირო სიმშვიდეს", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურში "ნაპოლიმ" შინ "მონცა" 4-0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.
ორი ტურის შემდეგ ხვიჩა 3 გოლით და 1 საგოლე გადაცემით ჩემპიონატის ბომბარდირია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში