ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

23 აგვისტო 2022, 14:44 961 ნახვა

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სოფელ ზანაქიძეებში ტრანსპორტის მოთხოვნის საკითხს მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აცხადებდნენ, რომ სოფელში ტრანსპორტი არ დადის, "ქართული ოცნების" დეპუტატმა განაცხადა, რომ  მიზეზი მძღოლების დეფიციტია. ხელვაჩაურის მერმა განაცხადა, რომ სატრანსპორტო კომპანიას პირადად ესაუბრა და ამ სოფელში ტრანსპორტის დანიშვნას გრაფიკით ელოდება.

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის ხელვაჩაურის ბიუჯეტის ცვლილებაც იყო.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და გზების კეთილმოწყობას მოხმარდება ზანაქიძეებსა და განახლებაში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში