ისტორიული ევრობასკეტის პირველ ტურში დღეს საქართველო ბელგიას დაუპირისპირდება

01 სექტემბერი 2022, 10:36 822 ნახვა

დღეს, 1 სექტემბერს თბილისში ევრობასკეტი 2022 დაიწყება. გახსნით შეხვედრას ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრები ითამაშებენ. მატჩი 15:30 საათზე არის ჩანიშნული.

დღესვე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო გუნდი 21:00 საათიდან ბელგიას დაუპირისპირდება და შეეცდება მასპინძლის რანგში, ისტორიული ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყოს.

საქართველოსა და ბელგიას ერთმანეთთან სულ 4-ჯერ უთამაშიათ და თანაბარი ბალანსი 2 მოგება და 2 წაგება აქვთ.

საქართველოს ნაკრებს ამ ევრობასკეტზე გუნდის ლიდერის და კაპიტნის თორნიკე შენგელიას გარეშე მოუწევს ასპარეზობა, რომელმაც ნიდერლანდებთან შეხვედრაში ტრამვა მიიღო.

ევროპის ჩემპიონატის "A" ჯგუფში საქართველოსთან ერთად ბელგიის, ესპანეთის, თურქეთის, მონტენეგროსა და ბულგარეთის ნაკრებები იასპარეზებენ. ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში