საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბელგიასთან დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა

01 სექტემბერი 2022, 23:26 705 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევრობასკეტი დრამატული მარცხით დაიწყო.

ილიას ზუროსის გუნდი პირველ ტურში ბელგიის ნაკრებთან ოვერტაიმში 76-79 დამარცხდა.

მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქე წინ იყო და სამივე პერიოდი მოიგეს. თორნიკე შენგელიას არყოფნაში გუნდს როგორც შეტავში ისე დაცვაში ძალიან გაუჭირდა.

ბოლო მეოთხე პერიოდში საქართველომ ჩამორჩენა აღმოფხვრა და ძირითადი დრო 70-70 დასრულდა.
მატჩი ივერტაიმში გადავიდა, სადაც ბელგიამ მოგება მაინც შეძლო.

დასრულებამდე 3 წამით ადრე ანგარიში 76-76 იყო, თუმცა ტაბუმ შორიდან ისროლა და 3 ქულიანი მოიპოვა.

მოედანზე საუკეთესო იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 18 ქულა, 13 მოხსნა და 2 გადაცემა ჰქონდა.

დღეს თბილისში ჩვენი ჯგუფის კიდევ ორი დაპირისპირება შედგა. ესპანეთის ნაკრებმა ბულგარეთი 114-87 დაამარცხა, ხოლო თურქეთმა 72-68 მონეტეგროს მოუგო.

საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 3 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში