საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

03 სექტემბერი 2022, 10:47 742 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში მიმდინარე ევრობასკეტის მეორე ტურში დღეს ჯგუფის ფავორიტს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

პირველ ტურში საქართველო ბელგიასთან ოვერტაიმში 76-79 დამარცხდა, ხოლო ესპანეთმა ბულგარეთი დიდი ანგარიშით 114:87 დაამარცხა.

ნაკრების კაპიტანის თორნიკე შენგელიას გარეშე საქართველოს ნაკრებს პირველ ტურში ძალიან გაუჭირდათ, ამას კიდევ დაემატა ბითაძის მცირე ტრამვა, საბოლოოდ დღეს მატჩის წინ გადაწყდება ითამაშებს თუ არა გოგა ესპანეთის წინააღმდეგ.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებმა ივლისში თბილისში ითამაშეს და ის დაპირისპირება საქართველომ ივერტაიმში 82-76 მოიგო. 

დღეს თბილისში კიდევ 2 თამაშია.15:30 საათიდან მონტენეგრო ბელგიას ეთამაშება, ხოლო 18:15 საათზე ბულგარეთისა და თურქეთის ნაკრებთა შეხვედრაა დაგეგმილი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში