ქობულეთის "შუქურამ" გასვლაზე თბილისის "მერანი" დაამარცხა

03 სექტემბერი 2022, 20:53 709 ნახვა

ეროვნული ლიგა ორის გათამაშებაში ქობულეთის "შუქურამ" გასვლაზე  თბილისის "მერანი" 0-1 დაამარცხა.

მატჩში ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა გაიტანა.
ამ დროისთვის "შუქურას" ლიგა ორის გათამაშებაში 38 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.

მეორე პოზიციაზე 28 ქულით მყოფი მარტვილის "მერანი" კი ხვალ საკუთარ მოედანზე "გარეჯს" უმასპინძლებს.

ქობულეთის "შუქურა" მომდევნო ტურში 10 სექტემბერს "ჩელე არენაზე" "სპაერს" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში