"ხვიჩა მორცხვია, თუმცა მოედანზე პასუხისმგებლობით გადის და აჩვენებს თავის ნიჭსა და თვისებებს" - ლუჩანო სპალეტი

04 სექტემბერი 2022, 08:57 2710 ნახვა

"ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "ლაციოსთან“ 2-1 ის  მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელიამ ამ მატჩი გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა და მის გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

"ხვიჩას შუძლია უფრო მსუბუქად ითამაშოს, იმ ეპიზოდში გოლი რომ გაეტანა, ცარიელ კარში... მსგავს სიტუაციაში ის 10-ჯერ თუ მიიღებს ბურთს, 10-ჯერ გაიტანს, მაგრამ მაინც კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ყოველთვის სწორ პოზიციას ირჩევდა. გოლის მომენტში ძალიან კარგად გაიხსნა, საჭირო დროს გამოჩნდა იმ წერტილში, თუმცა, ჩვენ მისგან მაინც მეტსაც ველოდებით. 

ძალიან ტექნიკურია და გამოცდილება უნდა მიიღოს. ის ძალიან საყვარელი, ძალიან კარგი ბიჭია, რომელსაც არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, რადგან მორცხვია, თუმცა მოედანზე პასუხისმგებლობით გადის და აჩვენებს თავის ნიჭსა და თვისებებს. ტოპ ფეხბურთელის თვისებები აქვს", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა ლუჩანო სპალეტიმ.

5 ტურის შემდეგ ლუჩიანო სპალეტის გაწვრთნილი "ნაპოლი" 11 ქულას აგროვებს და პირველ ადგილზე გადადის. მომდევნო მატჩი ხვიჩას და მის "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე ელოდება.

ნეაპოლელები 7 სექტემბერს "სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე" ინგლისურ "ლივერპულს" დაუხვდებიან.
სერია A-ში კი  10 სექტემბერს "სპეციას" წინააღმდეგ ითამაშებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში