ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები დღეს თურქეთს დაუპირისპირდება

04 სექტემბერი 2022, 10:33 777 ნახვა

თბილისში მიმდინარე ევრობასკეტის მესამე ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ორივე წაგება აქვს, ხოლო თურქებმა ორივე მატჩი მოიგეს.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ილიას ზუროსის გუნდს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება სჭირდება რათა ფლეიოფში გამსვლელ 4 გუნდში ადგილი მოიპოვოს.

საქართველოს და თურქეთის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

ამ მატჩამდე თბილისში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.
15:30 საათზე ბულგარეთი მონტენეგროსთან ითამაშებს, ხოლო 18:15 საათზე ესპანეთის ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში