საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

04 სექტემბერი 2022, 12:17 508 ნახვა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფში ნიდერლანდების წინააღმდეგ  ითამაშებს.

ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე 1 მატჩი მოიგეს და 2 წააგეს, მესამე ადგილზე გავიდნენ და ფლეიოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი ხორვატიის ქალაქ სპლიტში დღეს 18:30 საათზე დაიწყება.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში