ლუკა ლოჩოშვილმა ''სასუელოს'' წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა

04 სექტემბერი 2022, 17:18 638 ნახვა

იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში ლუკა ლოჩოშვილის ''კრემონეზემ''  ''სასუოლოს'' უმასპინძლა და ფრედ 0-0 ეთამაშა. 4 მატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ''კრემონეზემ'' მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მცველმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და დაცვით მოვალეობებს თავი კარგად გაართვა.

ლუკამ Sofascore-სგან 7 ქულა მიიღო. ლოჩოშვილისთვის ეს იტალიის ჩემპიონატში მესამე თამაშია, მანამდე მან ''რომას'' და ''ინტერის'' წინააღმდეგ ითამაშა.

"კრემონეზეს" ამ დროისთვის 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო ტურში ლოჩოშვილის გუნდი 11 სექტემბერს გასვლაზე  ''ატალანტას''  დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში