ქუთაისში წვიმამ პრობლემები შექმნა

05 სექტემბერი 2022, 19:49 819 ნახვა

წვიმამ პრობლემები შექმნა ქუთაისში. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ძლიერი წვიმის გამო კერძო საკუთრებები დაიტბორა, მათ შორის ბარ-რესტორანი. წვიმამ დატბორა ჯიბლაძის ქუჩა, საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლებში წვიმის წყალი ახლადრეაბილიტირებულ ქუჩაზე კანალიზაციის და წყლის სისტემის არასწორი დაგეგმარების გამო შევიდა. დაიტბორა ე.წ ავტოქარხნის დასახლებაში ქუჩებიც. ქუთაისში უკვე მეორე დღეა წვიმს და სინოპტიკოსების პროგნოზით უამინდობა 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში