პირველ დეკემბრამდე უნალექო ამინდი იქნება - გარემო

43 წუთის წინ 89 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში პირველ დეკემბრამდე შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო პირველი დეკემბრიდან ზოგან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო პირველ დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა პირველ დეკემბერს დღისით +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი, ფოთი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო პირველ დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა პირველ დეკემბერს დღისით +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო პირველ დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა პირველ დეკემბერს დღისით +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 29-30 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო პირველ  დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა პირველ დეკემბერს დღისით +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო პირველ დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო პირველ დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო პირველ დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 29-30 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა პირველ დეკემბერს დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში