დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება

06 სექტემბერი 2022, 11:36 606 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს თბილისში მიმდინარე ევრობასკეტის მეოთხე ტურის შეხვედრაში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

სამი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება, ხოლო ბულგარელები 3 ქულით ბოლო ადგილზე არიან. ამ მატჩში ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს გამარჯვება სჭირდება, რათა ფლეიოფში გასვლის რეალური შანსი დაიტოვოს.

საქართველოს და ბულგარეთის მატჩი დღეს თბილისში 21:00 საათზე დაიწყება. დღესვე ჩვენს ჯგუფში თურქეთი 15:30 საათზე ბელგიას შეხვდება, ხოლო 18:15 საათზე ესპანეთის და მონტენეგროს თამაშია ჩანიშნული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში