FIBA-მ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა

06 სექტემბერი 2022, 10:19 431 ნახვა

FIBA-მ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციამ ევრობასკეტის A ჯგუფში თურქეთ-საქართველოს  გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.  მასში აღნიშნულია, რომ "თამაშის დასრულების შემდეგ, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ გააპროტესტა დროის აღრიცხვის ოპერაციის შეცდომა.

წარმოდგენილი მასალების და მტკიცებულების განხილვის შემდეგ, FIBA-ს ევრობასკეტის სადისციპლინო კოლეგიამ დაადგინა: იმის მიუხედავად, რომ თამაშის მე-4 მეოთხედში მართლაც იყო დროის აღრიცხვის შეცდომა, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ ვერ დაამტკიცა, რომ ამ შეცდომის გარეშე მატჩის შედეგი განსხვავებული იქნებოდა. შედეგად, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი, რომელიც აპროტესტებდა თამაშის შედეგს, არ დაკმაყოფილდა," - წერია განცხადებაში.

FIBA-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ პარკეტს მიღმა მომხდარ დაპირისპირების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია შესაბამის დისციპლინარულ ზომებს მიმართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში