"კვარაცხელია ევროპაში თამაშისთვის არის დაბადებული" - ალესანდრო დელ პიერო

06 სექტემბერი 2022, 14:42 849 ნახვა

ტურინის "იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ახალგაზრდა ქართველი შეაქო.

"ვფიქრობ "ნაპოლი" ახლა უფრო ძლიერია გუნდია. აღფრთოვანებული ვარ სპალეტის მუშაობით. მან გუნდს დიდი მენტალიტეტი მოუტანა. უფრთხილდით ხვიჩა კვარაცხელიას. ის ძალიან ნიჭიერი და არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია. კვარაცხელია ევროპაში თამაშისთვის არის დაბადებული“, - განაცხადა ალესანდრო დელ პიერომ.

შეგახსენებთ რომ ხვიჩა იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ უკვე დაასახელა აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად. ახლა კი ქართველი სერია A-ს ვერსიის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვის.

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ დროისთვის ქართველი ბომბარდირთა გათამაშებას ლიდერობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში