ვიეტნამში კარაოკე-ბარში ხანძარმა 12 ადამიანი იმსხვერპლა

07 სექტემბერი 2022, 14:09 460 ნახვა

12 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა ვიეტნამში კარაოკე ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად.  დაშავებულთა უმრავლესობის მდგომარეობა კრიტიკულია.  ბინ დუონგის პროვინციაში მდებარე ბარში ხანძარი ღამით გაჩნდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს  ხანძრის მიზეზის დადგენა დაავალა. კარაოკე ბარები დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიეტნამში, თუმცა  ამ დაწესებულებებში გართობა უსაფრთხო არ არის. 

გასულ თვეში ჰანოიში კარაოკე ბარში გაჩენილმა ხანძარმა სამი მეხანძრე იმსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში