გაერო-ს მისია დონბასში ჩავა

08 სექტემბერი 2022, 11:29 634 ნახვა

გაერო-ს მისია უახლოეს დღეებში დონბასში ჩავა ელენოვკაში მომხდარი აფეთქების გამოსაძიებლად. სააგენტო „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა. აფეთქებების შედეგად ელენოვკას კოლონიაში 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა და 75-დან 130-მდე დაშავდა.აფეთქება ელენოვკაში, რომელიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, 29 ივლისს დილით მოხდა. რუსეთი უკრაინას კოლონიაზე HIMARS სისტემებით დარტყმაში ადანაშაულებს. კიევი ამას კატეგორიულად უარყოფს. „დოიჩე ველეს ცნობით“, სამხედრო ექსპერტები თანხმდებიან, რომ რუსებმა ელენოვკაში გამოიყენეს თერმობარული საბრძოლო მასალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში