დღეს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "სპეციას" დაუპირისპირდება

10 სექტემბერი 2022, 11:21 737 ნახვა

დღეს იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი"  საკუთარ მოედანზე "სპეციას" მიიღებს.

5 მატჩის შემდეგ ნეაპოლელებს 11 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებან, ხოლო"სპეცია" 5 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.

"ნაპოლი" ამ მატჩს დანაკლისით ხვდება. ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო 6 კვირის განმავლობაში ვიქტორ ოსიმენი ტრავმის გამო დააკლდება.

"ნაპოლისა" და "სპეციას" დაპირისპირება თბილისის დროით 17:00  საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ რომ გუშინ იტალიის სერია A-მ ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
მანამდე კი იგივე ნომინაციაში ქართველმა იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიითაც გაიმარჯვა.

ხვიჩას იტალიის ჩემპიონატის 5 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში