დღეს "დინამო" ბათუმი "გაგრას" უმასპინძლებს

10 სექტემბერი 2022, 11:24 694 ნახვა

დღეს "დინამო" ბათუმი ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე "გაგრას" უმასპინძლებს.

გია გეგუჩაძის გუნდმა ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა და უახლოესმა კონკურენტმა სხვაობის შემცირება 4 ქულამდე  მოახერხა.

25 მატჩის შემდეგ ბათუმელები 57 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "გაგრა" 25 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციას იკავებს.

მატჩი ბათუმში 21:00 საათზე დაიწყება.
დღესვე "დინამო" თბილისი "სამგურალს"  19:00 საათიდან მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში