“ხინოწმინდობა” ხვალ გაიმართება

10 სექტემბერი 2022, 11:32 592 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ხინოში ხვალ "ხინოწმინდობის" დღესასწაული გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტაძრის კურთხევა, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ასევე, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს, ლენტეხისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს შორის. გაიმართება, დამსახურებული საპატიო ხინოწმინდელების დაჯილდოებაც.ორგანიზატორების განცხადებით, "ხინოწმინდობის" ღონისძიება, პანდემიური პაუზის შემდეგ პირველად ტარდება. "ხინოწმინდობისთვის" ქობულეთის მერიის ბიუჯეტიდან 7-ათასი ლარი გამოიყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში