სამშენებლო მასალებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა

05 დეკემბერი 2025, 14:09 45 ნახვა

ბათუმში ,,სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების'' მე-14 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებაში 80-მდე ადგილობრივი და უცხოური კომპანია  მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში, კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა ახალი კონტაქტების მოძიების, ასევე ფორმატით გათვალისწინებულია ორმხრივი შეხვედრები და შესაბამისად გამოცდილების გაზიარება.

გამოფენა ბათუმში 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მისი ორგანიზატორი კი საგამოფენო კომპანია Expo Batumi-ია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში