შვილის იძულებითი ქორწინების საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს

10 სექტემბერი 2022, 17:56 647 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ დმანისის რაიონში მომხდარი  ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შვილს - ს.ა.-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. ს.ა.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით იგი ბრალს არ აღიარებს და ქალიშვილმა ორი წელი იცოდა, რომ ქორწილი უნდა შემდგარიყო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში