ლერი აბულაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

12 სექტემბერი 2022, 21:14 532 ნახვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ლერი აბულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალში  აბულაძე სერბ სებასტინ ნადს დაუპირისპირდა და 1:3 წააგო.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ვერცხლის მედალია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში