დღეს ორი "დინამოს" დერბი ბათუმში გაიმართება

14 სექტემბერი 2022, 10:46 679 ნახვა

დღეს "დინამო" ბათუმი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში საკუთარ მოედანზე "დინამო" თბილისს დაუპირისპირდება.

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ამ გუნდებმა 3 მატჩი გამართეს, საიდანაც 2 ბათუმელებმა მოიგეს, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა. თასის დაპირისპირება ერთ მატჩიანია. 

ორი "დინამოს" დერბი ბათუმში 14 სექტემბერს 21:00 საათზე დაიწყება. დღესვე თასის მერვედფინალში ქობულეთის "შუქურა " 18:00 საათზე თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში