ქუთაისში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

14 სექტემბერი 2022, 16:47 878 ნახვა

ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად, სამი ავტომობილი დაზიანდა და სამი ადამიანი დაშავდა. მოგლეჯილია ბეტონის ელექტროგადამცემი ბოძი.

ადგილზე მაშველები მუშაობენ. მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში