ირაკლი კობახიძე და ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ

15 სექტემბერი 2022, 19:06 258 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით ,შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობას. ამასთანავე, მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ასუნსიონ სანჩეზ რუისი და ევროკავშირის ელჩის მრჩეველი ჟულიენ კრამპსი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი