ომბუდსმენობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

15 სექტემბერი 2022, 19:47 634 ნახვა

სახალხო დამცველის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ მომავალი ომბუდსმენის არჩევის წესსა და პროცედურულ საკითხებზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა. კანდიდატთა შეფასების კომისია კი  მოგვიანებით შეიქმნება. ცხრაკაციანმა ჯგუფმა უნდა შეაფასოს, ვინ აკმაყოფილებს სახალხო დამცველისთვის საჭირო პირობებს. დეპუტატები აპლიკანტებს ჯერ საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ, ხოლო შემდეგ კი პოლიტიკური ძალები მათგან კანდიდატებს შეარჩევენ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომლებიც ომბუდსმენის არჩევის პროცესს ემიჯნებიან, გამოხატავენ განზრახვას  ხელი შეუშალონ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში